8 800 250 17 50
სადღეღამისო ცხელი ხაზი / ზარი უფასოა

გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზატორი.



















გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზატორი „გლიკოჰემოტესტი“

„გლიკოჰემოტესტი“ - გლიკირებული ჰემოგლობინის უახლესი ანალიზატორი, რომელიც შექმნა რუსეთის კომპანიამ „ელტამ. მოწყობილობა-ფოტომეტრი ბიოქიმიური რეაქტივების კომპლექტით სწრაფად, ეფექტიანად და იაფად ასრულებს ლაბორატორიულ ტესტს მაღალი სტანდარტის შესაბამისად. გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზატორი განსაზღვრავს გლიკირებული ჰემოგლობინის პროცენტულ შემცველობას ვენურ და კაპილარულ სისხლში.

რისთვის საჭიროა „გლიკოჰემოტესტი“

ერთ-ერთო ყველაზე გავრცელებული დაავადება მსოფლიოში არის შაქრიანი დიაბეტი. დროული დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასანიშნად საჭირო არის გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზი. ეს ცილა გვიჩვენებს არის თუ არა გლუკოზის ზედმეტობა ორგანიზმში. ნორმას შეესაბამება 4,5-5,6 %. თუ ნივთიერების რაოდენობა მოიმატა სასურველია ექიმის რჩევის მიღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზი ყველაზე საიმედო და სარწმუნო ანალიზად შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად.

რას გვიჩვენებს ანალიზი შედეგი

გლიკირებული ჰემოგლობინის ექსპრეს- ანალიზის ოპერატიული და საიმედო შედეგი ხელს უწყობს:

  • დაავადების ლატენტური ფორმის გამოვლენას;
  • ბოლო 90 დღის პაციენტის დეკომპენსაციის რეტროსპექტიული შეფასების ჩატარებას;
  • დიაბეტით დაავადებული პირის ჯანმრთელობის დადგენას ტესტის ჩატარების დროს;
  • დანიშნული მკურნალობის ეფექტიანობის განსაზღვრას.

ავადმყოფობის პროგრესირების შესაჩერებლად გლიკოჰემოტესტი“ უნდა ჩატარდეს 3 თვეში ერთხელ. ასე შეიძლება შაქრის მაჩვენებლის შეცვლის თავიდან აიცილოთ და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოთ მკურნალობა.

გამოკვლევა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

კომპანია ელტის წარმოების გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზატორი წარმოადგენს სტანდარტიზებულ ნაკრებს, რომელიც შედგება აპარატისგან და რეაგენტის ნაკრებისგან. კომპლექტში შედის:

  • 5 პლასტიკური მიკროკოლონკა აფინური სორბენტი და 4- ამინომეტილფენილბორონის მჟავა;
  • გლიკოჰემოგლობინის ნიმუში ქრომატოგრაფიისთვის;
  • ანტიკოაგულანტი;
  • ჰემოლიტიური პრეპარატი
  • 4 ფლაკონი ბუფერული ხსნარი

რეაქტივების მარაგი გაანგარიშებულია 100 ტესტზე. მცირე გაბარიტების (189х136,6х56 მმ) გამო მოწყობილობის ტრასპორტირება ადვილია. ნაკრები განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის ლაბორატორიისთვის და შორეული რეგიონებისთვის.

გლიკირებული ჰემოგლობინის ანალიზატორის გამოყენების წესები დეტალურად აღწერილია ინსტრუქციაში. დამატებითი სწავლების საჭიროების შემთხვევაში „კომპანია „ელტის“ სპეციალისტები ყოველნაირ მხარდაჭერას გაუწევენ მყიდველებს.

თქვენი პირადი დღიური