8 800 250 17 50
სადღეღამისო ცხელი ხაზი / ზარი უფასოა
25.07.2017

როგორ თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო შეგრძნება სისხლში შაქრის გაზომვისას?

როგორ თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო შეგრძნება სისხლში შაქრის გაზომვისას?

თითის პირველი გახვრეტა სისხლში შაქრის გასაზომად შეიძლება იყოს მტკივნეული. თუმცა ეს უფრო ფსიქოლოგიური, ვიდრე ფიზიკური დისკომფორტია. სისხლში შაქრის რეგულარული მონოტორინგი ისეთივე მარტივი და საჭირო პროცედურაა როგორც კბილების გახეხვა დილაობით. წინასწარ არ უნდა იყოთ უსიამოვნო შეგრძნების მოლოდინში - არანაირ ტკივილს არ შეიგრძნობთ, თუ აღელვება ვერ იმოქმედებს მოძრაობების სიზუსტეზე.

თითის გასახვრეტი თანამედროვე კალმის გამოყენებისას კაპილარული სისხლის წვეთის აღება სწრაფი და უმტკივნეულოა. მიყევით ინსტრუქციას დისკომფორტის მინიმუმამდე დასაყვანად.

  • პროცედურამდე დაიბანეთ ხელები. თბილი წყალი და თითების მასაჟი გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • გახვრეტა გააკეთეთ არა თითის ბალიშის ცენტრში, არამედ ოდნავ მარჯვნივ ამ მარცხნივ. იქ განლაგებული ზონები ნაკლებად მგრძნობიარეა. თითების ზედმეტი ტრავმირების თავიდან ასაცილებლად შემდეგი ტესტისას აიღეთ სისხლი სხვა თითიდან.
  • შეარჩიეთ გახვრეტის მინიმალური სიღრმე. გლუკომეტრი „სატელიტ ექსპრეს“-ით ანალიზის ჩასატარებლად საკმარისია 1 მკლ მოცულობის წვეთი. არ დააჭიროთ თითზე, ტესტ-ფირფიტა თავად აიღებს სისხლს საჭირო რაოდენობით.
  • ღილაკზე დაჭერისას მჭიდროდ დააჭირეთ კალამი გასახვრეტ ადგილს.

ზოგ პაციენტებში დროთა განმავლობაში აღინიშნება თითების ბალიშების მტკივნეულობა და შეგრძნების მომატება. უსიამოვნო შეგრძნების ასაცილებლად ტესტი უნდა ჩაატაროთ თითებზე რიგრიგობით, ასევე დროდადრო უნდა შეცვალოთ გასახვრეტი ადგილები. კაპილარული სისხლის აღება შეიძლება წინამხრიდან, ხელისგულიდან, თეძოდან, წვივიდან. თუ გინდათ გამოიყენოთ სხეულის ალტერნატიული ადგილები სისხლში გლუკოზის კონტროლის მიზნით, მიმართეთ მკურნალ ექიმს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ტესტირებისას მიღებული შედეგი შესაძლოა უფრო ნელად ასახავდეს შაქრის დონის რეალური მნიშვნელობა სისხლში, თითიდან აღებული კაპილარული სისხლის ანალიზთან შედარებით. თუ გლუკომეტრით მიღებული მაჩვენებელი არ შეესაბამება თქვენ მდგომარეობას, რეკომენდებულია განმეორებითი ტესტის ჩატარება თითიდან აღებული სისხლით.

არ უნდა გააკეთოთ ძალიან ღრმა გახვრეტა და ძალის გამოყენებით გამოიწუროთ თითიდან სისხლი - ასე გამოსაკვლევ ნიმუშში შესაძლოა მოხდეს ქსოვილოვანი სითხე, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს გაზომვის სიზუსტეზე. სისხლის საჭირო რაოდენობის ასაღებად გააკეთეთ თითების მასაჟი ან რამდენიმეჯერ შეკარით და გახსენით მუშტი. თუ ყველაფერი სწორად შეასრულებთ, გლუკომეტრით მიღებული შედეგი სარწმუნო იქნება.

თუ გინდათ დარწმუნებული იყოთ მიღებულ შედეგში - არაძვირი და საიმედო სისხლში შაქრის საზომი (გლუკომეტრი) „სატელიტ ექსპრეს“ და ტესტ -ფირფიტები იგივე მარკისა.

დიაბეტი და ტკბილეული ფრუქტოზით

აკრძალული ხილი ორმაგად მიმზიდველია. შაქრიანი დიაბეტისას უნდა შეცვალოთ კვების ჩვევები და დაიცვათ დიეტა. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ გინდათ კანფეტის ან ნამცხვრის ჭამა? არ უნდა უთხრათ თავს უარი! მართალია, ჩვეულ ტკბილეულებზე უარის თქმა მოგიწევთ. მაგრამ სურსათის მაღაზიების სპეციალიზებულ განყოფილებაში ნახავთ ტკბილეულის დიდ ასორტიმენტს დიაბეტით დაავადებულებისთვის. ყველა ამნაირი პროდუქტი მზადდება შაქრის შემცვლელების გამოყენებით და უმეტეს შემთხვევაში ნებადართულია I და II ტიპის შაქრიანი დიაბეტისას.

შაქრის ერთერთი შემცვლელი არის ფრუქტოზა - უმარტივესი ნატურალური მონოსაქარიდი, ე.წ. „ხილის ნახშირწყალი“, რომელსაც ბუნებრივი სახით შეიცავს ხილი, კენკრა, თაფლი და ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული.

რატომ შაქრის ჭამა აკრძალულია, ფრუქტოზა კი შეიძლება ვჭამოთ?

ფრუქტოზის აღმოჩენასთან დაკავშირებულია საქონლის ცალკე ჯგუფის ჩამოყალიბება - დიაბეტური პროდუქტები. იმის შემდეგ, რაც მწარმოებლებმა შეისწავლეს ნამცხვრის, კანფეტის და მარმელადის გამოშვება ენდოკრინოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მილიონობით დიაბეტით დაავადებულს შეუძლიათ „დაატკბოთ“ ცხოვრება ჰიპერგლიკემიის რისკის გარეშე.

გლუკოზა ფხვნილის ფორმით წარმოადგენს სუფთა ნახშირწყალს, „ცარიელი“ და უსარგებლოა. მაგრამ დოზირებული სახით (ნამცხვარში ან მარმელადში) დღიური ნორმის დაცვის პირობით ფრუქტოზა გაგიადვილებთ მკაცრ დიეტას და სარგებელს მოგიტანთ. დღიური ნორმა შეადგენს დაახლოებით 40 გრამს. სტაჟიანი დიაბეტიკებმა იციან, რომ საკვებით მიღებული ნახშირწყლები ცალკე დასათვლელია. გამოუცდელმა დიაბეტით დაავადებულმა უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი დაეხმარება ინდივიდუალური დღიური ნორმის განსაზღვრაში.

ფრუქტოზა არ არის მავნებელი, ისიც ხომ ტკბილია?

ფრუქტოზით პროდუქტების მავნებლობის მითები დაფუძნებულია იმაზე, რომ ფრუქტოზა შაქარზე უფრო ტკბილია. დიახ, ეს მოსაზრება სწორია. ფრუქტოზა შაქარზე დაახლოებით 1,7 -ჯერ უფრო ტკბილია. მაგრამ ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კანფეტის და სხვა ტკბილეულის დამზადებისას შაქრის შემცვლელი საჭიროა ძალზე მცირე რაოდენობით. გარდა ამისა, ფრუქტოზის გლიკემიური ინდექსი 20, საქაროზის კი თითქმის 70. და კიდევ ერთი არგუმენტი ფრუქტოზის სასარგებლოდ: ის არ იწვევს კარიესს, სწორედ ეს პოლისაქარიდი გამოიყენება კბილის პასტის და საღეჭი რეზინის დამზადებისას.

ასე რომ ფრუქტოზა არ არის მავნებელი პროდუქტი დიაბეტისას. როგორც ზემოთ ავხსენით, ბევრი რამ დამოკიდებულია რაოდენობაზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე. დიაბეტური ტკბილეულობით, რომლის უმრავლესობა ძალიან გემრიელია, მოჭარბებული გატაცებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრობლემა - ჭარბი წონა და მისი განუყრელი თანამგზავრები - მაღალი არტერიული წნევა, გულის და სისხლძარღვების პრობლემები. ასე რომ, ყველაფერში საჭიროა ზომიერება.

ინსულინდამოკიდებული დიაბეტისას აუცილებლად უნდა დაადგინოთ, იზრდება თუ არა შაქარი სისხლში ფრუქტოზით პროდუქტის მიღების შემდეგ, და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულიროთ პრეპარატის დღიური ნორმა. დიაბეტის ტიპზე დამოუკიდებლად აუცილებლად თან უნდა იქონიოთ მარტივი და საიმედო გლუკომეტრი „სატელიტ ექსპრესი“, ასევე გლუკომეტრის ტესტ-ფირფიტების მარაგი. ისინი არიან თქვენი საუკეთესო მეგობრები ყოველდღიური თვითკონტროლის განსახორციელებლად.


სიაში დაბრუნება


კომენტარები

შესვლა კომენტარი