8 800 250 17 50
სადღეღამისო ცხელი ხაზი / ზარი უფასოა
22.09.2017

ინსულონოთერაპია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას

insulinoterapiya-pri- sakharnom-diabete-2- tipa.jpg

სამწუხაროდ, ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში გავრცელებულია აზრი, რომ ინსულინის დანიშნული დოზები - ეს სამუდამოდ არის. დიახ, დიაბეტის სრული განკურნება შეუძლებელია. მაგრამ თქვენი მკურნალი ექიმის დახმარებით შეგიძლიათ მიაღწიოთ კომპენსაციას, და ზოგიერთ შემთხვევაში ინსულინის დანიშვნა ტიპი 2 დიაბეტისას აბსოლუტურად გამართლებულია. ხშირ შემთხვევაში ეს დროებითი ზომაა, რომლის მიზანი არის დაავადების გამწვავების კუპირება და გართულებების განვითარების თავიდან აცილება.

რისთვის საჭირო არის ნემსები, თუ ინსულინის გამომუშავება ხორციელდება?

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტისგან განსხვავებით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისას პანკრეასი აგრძელებს საკუთარი ინსულინის გამომუშავებას, და გარკვეულ პერიოდებში ჰორმონის დონე შეესაბამება ნორმას. მაგრამ დროთა განმავლობაში გამომუშავება უარესდება, ხშირად დიაგნოზის დადგენამდე დიდი ხნით ადრე. ინსულინის გამომუშავება მცირდება და გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად ორგანიზმს რესურსები არ ჰყოფნის. ამიტომ მთავარ ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ „კარგი შაქარი“, არამედ პანკრეასის მუშაობის სტიმულირება. ამის მიღწევა შეიძლება ტაბლეტის ფორმით პრეპარატების მეშვეობით, დაბალი ნახშირწყლების შემცველი დიეტით, ზომიერი ფიზიკური აქტივობით, და მავნე ჩვევებზე უარით. თუ შაქრის შემამცირებელი თერაპია არ აძლევს სათანადო ეფექტს, მაშინ პაციენტს უნიშნავს ინსულინს.

რა ეშინიათ პაციენტებს?

  • ინიექციების გაკეთება თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, გარდა ამისა ზოგიერთს ეშინია ნემსი. მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ ინსულინოთერაპია ხელს უწყობს გლუკომეტრის ჩვენების ნორმალიზაციას, აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავიდან აცილებს თანმხლებ დაავადებებს.

  • «ინსულინი ასუქებს». რასაკვირველია, არავის უნდა ზედმეტი კილოგრამები, დიაბეტისას ჭარბი წონა ართულებს მდგომარეობას. ამიტომ უნდა დაიცვათ რეკომენდებულ დიეტას, შეზღუდული რაოდენობით იხმაროთ ნებადართული პროდუქტებიც, ზედმეტს არ ჭამოთ. და აუცილებლად უნდა დახარჯოთ მიღებული კალორიები თქვენთვის მისაღები საშუალებით - სპორტულ დარბაზში, ბასეინში, ყოველდღიური სიარულით, სახლის დალაგებით ამ ბაღში მუშაობით.

  • მკურნალობის ხარჯების გაზრდა. პირველი, შრომისუუნარობის ხარისხზე დამოუკიდებლად ყველა პაციენტს აქვს უფლება მიიღოს უფასო ინსულინი. სად და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატები გაიგეთ თქვენი მკურნალი ექიმისგან. მეორე, როგორც უკვე ნათქვამი იყო, ინსულინოთერაპია ხელს უწყობს დიაბეტის გართულებების თავიდან აცილებას, შესაბამისად, ამცირებს ხარჯებს.

როდის ინიშნება ინსულინი მოკლე ვადით:

  • დიაბეტური კეტოაციდოზი;

  • სისხლძარღვოვანი დაავადებების გამწვავება; ინსულტი; მიოკარდიუმის ინფარქტი;

  • სერიოზული ტრავმები, ოპერაციული ჩარევა;

  • მძიმედ მიმდინარე ინფექციური და ვირუსული დაავადებები შაქრიანი დიაბეტის ფონზე;

  • შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაცია ორსულობის დროს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის გათვალისწინებით ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ინსულინის გამოყენების შეწყვეტის შესახებ. აუცილებლად შეასრულეთ ექიმის ყველა დანიშნულება. თქვენი ამოცანა - ყველა საშუალებით უზრუნველყოთ სისხლში გლუკოზის ნორმალური ან ნორმალურთან მიახლოებული დონე. ნებისმიერ ადგილას და დროს, სხვისი დახმარების გარეშე სისხლის ექსპრეს ანალიზის ჩასატარებლად შეიძინეთ არაძვირი გლ უკომეტრი და ტესტ-ფირფიტები „სატელიტი ექსპრესი“.


სიაში დაბრუნება


კომენტარები

შესვლა კომენტარი