8 800 250 17 50
სადღეღამისო ცხელი ხაზი / ზარი უფასოა

ისტორია

1993 წლის 28 ივლისი - კომპანიის დაბადების დღე.

1994 წელი - კომპანიამ მიიღო პატენტი რუსეთის წარმოების პირველ გლუკომეტრზე ტესტ- ფირფიტებით.

1995 წელი - ექსპრეს-საზომის პკგ-01 „სატელიტის“ პრეზენტაცია რუსეთის ფედერაციის ენდოკრინოლოგთა ყრილობაზე, შემდგომში კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობდა რფ-ის ენდოკრონოლოგთა ყრილობებში.

1996 წელი - დაიწყო ექსპრეს-საზომი „სატელიტის“ წარმატებული გამოყენება რფ-ის ენდოკრინოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ყველა განყოფილებაში, მსხვილ რეგიონალურ საავადმყოფოებში, ამ წლიდან კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობს რუსეთის დიაბეტურ ასოციაციის, მოსკოვის დიაბეტურ ასოციაციის, მოსკოვის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში.

1998 წელი -პირველი გამარჯვება მსხვილ კონკურსში. ქ. მოსკოვის ჯანდაცვის კომიტეტმა განახორციელა პროდუქციის პირველი შესყიდვა. დღემდე კომპანია შედის ქ. მოსკოვის ჯანდაცვის კომიტეტის მიმწოდებელთა სიაში.

1999 წელი - სავაჭრო მარკის „სატელიტი“ რეგისტრაცია.

2000 წელი - მონაწილეობა პირველ მოსკოვის საერთაშორისო კონგრესში

2001 წელი - დარეგისტრირებულია ექსპრეს-საზომი პკგ-02 „სატელიტი“.

2004 წელი - XI საერთაშორისო გამოფენაზე „ვსეროსიისკაია მარკა. XXI საუკუნის ხარისხის ნიშანი“ „სატელიტი“ დაჯილდოვდა „XXI საუკუნის ხარისხის ოქროს ნიშნით“. დღემდე ის არის ერთადერთი მოწყობილობა, რომელმაც მიიღო ლაურეატის წოდება.

2005 წელი - დარეგისტრირებულია გლიკირებული ჰემოგლობინის საზომი ნაკრები „გლიკოჰემოტესტი“. გამარჯვება რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის და სოციალური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ფედერალურ კონკურსში. დღემდე გლუკომეტრების და ტესტ-ფირფიტების მიწოდება ხორციელდება რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონში.

2006 წელი - დარეგისტრირებულია ექსპრეს-საზომი პკგ-02.4 „სატელიტი-პლუსი“ და „სატელიტის“ სკარიფიკატორის კალამი. ეროვნული პროექტის „თანამედროვე ჯანდაცვა“ ფარგლებში დაიწყო სასწრაფო დახმარების მანქანების ექსპრეს-საზომი „სატელიტით“ აღჭურვა.

2007 წელი - დაწყებულია მასშტაბური სოციალური აქციები შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების მხარდასაჭერად როსტოვის, ნიჟნი ნოვგოროდის, ტულის, იაროსლავლის, ვორონეჟის, სარატოვის, მოსკოვის ოლქებში, პრიმორიეს და ალტაის მხარეებში

2008 წელი - დარეგისტრირებულია გლიკირებული ჰემოგლობინის საზომი ოპტიკური ფოტომეტრი „გლიკოჰემოტესტი“. პოლიტიკური პარტიის „ედინაია როსიას“ სვერდლოვის რეგიონალური განყოფილებისა და სვერდლოვის ინვალიდთა დიაბეტური საზოგადოებასთან ერთად დაწყებულია პროგრამა „დიაბეტური დახმარება თითოეული ადამიანისთვის“. საერთაშორისო პროგრამის პრეზიდენტის პროფესორი ა.ს. ახმეტოვის ხელმძვანელობით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ექსპრეს-საზომი „სატელიტი პლუსი“ აღიარებული იყო უცხოელი წარმოების წამყვანი თვითკონტროლის მოწყობილობების ეკვივალენტად .

2009 წელი -კომპანიის პროდუქცია დარეგისტრირებულია და აღიარებულია ბელარუსიაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, უკრაინაში. კომპანია არის მოსკოვის, სვერდლოვის, ლენინგრადის, ჩელიაბინსკის, ვორონეჟის ოლქის, ალტაის მხარის, ბაშკირეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროების, სანქტ- პეტერბურგის, ლიპეცკის, ივანოვის ოლქის ჯანდაცვის კომიტეტების მუდმივი მიმწოდებელი.

2011წელი - „სატელიტის“ პროდუქციამ დაიკავა პირველი ადგილი რფ-ის ტერიტორიაზე ფედერალური და რეგიონალური შეღავათების პროგრამების ფარგლებში შესყიდული ტესტ-ფირფიტების რაოდენობით. ჩვენ გავხდით ლიდერი გლუკომეტრის მწარმოებელ კომპანიებს შორის.

2012 წელი - გლუკომეტრი პკგ-03 „სატელიტი ექსპრესის“ გაყიდვების სტარტი.

თქვენი პირადი დღიური